თბილისი:
მანჩესტერი:
20-07-2015, 19:34
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1836,
კომენტარები: 6
შოუ: "დასვენება ძალიან დამეხმარა"
ლუკ შოუმ საზაფხულო დასვენებაზე ისაუბრა.
შოუ:
ლუკ შოუ მოხარულია, რომ ამ ზაფხულს მან კარგად დასვენება შეძლო და შვებულების ბოლომდე ის გუნდის დასახმარებლად პერსონალურ მწვრთნელთან ბოლომდე ივარჯიშებს.

"გასულ სეზონში მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ. გუნდში არცთუ ისე კარგ ფორმაში მყოფი მივედი და, შესაბამისად, ყველაფერს გეგმის მიხედვით არ ჩაუვლია. მწვრთნელმა მითხრა, თუ რას ფიქრობდა ის ამის შესახებ და მე ყველაფერი სრულად მივიღე.

ისეთ კლუბში, როგორიც "იუნაიტედია", ყოველთვის უნდა ბრწყინავდე. წინა სეზონში გაკვეთილი მივიღე და ახლა თავს ბევრად კარგად ვგრძნობ. მთელი წლის განმავლობაში "იუნაიტედში" თამაშის გამოცდილება მაქვს და ეს ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალიან დამეხმარა.

ბევრი ჭორი მოვისმინე იმის შესახებ, თითქოს ვან გაალმა ადნანს შესვენების დროს დამატებით მწვრთნელის აყვანა მოსთხოვა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ თავად გადავწყიტეთ სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრთან ერთად დუბაიში წავსულიყავით. ის ჩვენთან ერთად ოთხი სავარჯიშო დღის განმავლობაში იყო. ვმუშაობდით საფეხბურთო მოედანზე, დარბაზში, ჩვენი წვრთნა მაღალმთიან ადგილას და სანაპიროზე მიმდინარეობდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ წინასასეზონო ტურნეს საუკეთესო ფორმაში მყოფი შევხვდი.

მადლობელი ვარ იმის, რომ ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად არ წავედი. დასასვენებლად რამდენიმე კვირა მივიღე და ეს ფიზიკური ფორმის აღსადგენად გამოვიყენე. ამ პროცესში კი დიდი სიამოვნება მივიღეთ.

იმედი მაქვს, თავიდან ტრავმებსაც ავიცილებ. გასულ სეზონში მარცხი ვიწვნიე, რადგან რამდენიმე თამაშის ზედიზედ ჩატარების უფლება მომეცა, ამით კი ზიანი მივიღე. იმედია, ახლა ჯანმრთელი ვიქნები და თავზე ტიტულებს დავიდგამ.

გასულ წელთან შედარებით ამჯერად ბევრად უკეთ ვარ მომზადებული. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და თამაშისთვის მზად ვარ,"
-ციტირებს შოუს სიტყვებზე Manchester Evening News

წყარო: Manutd.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
20 ივლისი 2015 14:55
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ert or welshi albat evras donemde miva
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
20 ივლისი 2015 15:10
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამან მაგრა გაუბერა, ადნანზე ბევრს ლაპარაკობს ხომ არ შეუყვარდა შემთხვევით, ვარჯიშზე კი ხოშიანად ეხუტებოდა ;დ

Best 7,
კაი რა, ღადაობ?
0
№3
ავტორი: GeorgeBest
20 ივლისი 2015 19:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უნდა მოუმატოს მაგრად, აქვს დიდი პოტენციალი და იმედია მართლა კარგადაა მომზადებული, კიდევ ერთი ტრავმიანი სეზონი და ჯონსი 2 გვეყოლება
0
№4
ავტორი: Mufc7
20 ივლისი 2015 23:29
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ტრავმები აღარ შეგაწუხებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: abrama
21 ივლისი 2015 01:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ტრანვებმა რომ არ შეუშალოს ხელი სერიოზული ვინმე დადგება

ტრანვებმა რომ არ შეუშალოს ხელი სერიოზული ვინმე დადგება
0
№6
ავტორი: AkkRed
21 ივლისი 2015 11:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თუ პროგრესი არ განიცადა ამ სეზონში ვეღარ აიქაჩება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top