"მანჩესტერ იუნაიტედს" რთული სეზონი ჰქონდა. ის, რომ გუნდს ცვლილებები სჭირდებოდა, ნებისმიერი გულშემატკივარს ესმოდა. ამიტომაც სრულიად "წითელი არმია" ზაფხულსა და ტრანსფერებს მოუთმენლად ელოდა. ვან გაალმა გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუა და ოთხი ტრანსფერი უკვე განახორციელა (მემფის დეპაი, ბასტიან შვაინშტაიგერი, დარმაინი და შნეიდერლინი), გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმაც დატოვა.
ამ ცვლილებებმა და მონატრებულმა თამაშებმა განაპირობა ის, რომ გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა საყვარელი გუნდის პირველ მატჩს. შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერმა" თავის "წითელ არმიას" იმედი არ გაუცრუა და პირველ თამაშში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ახალწვეულები სულ რაღაც რამდენიმე დღის გადმოსულები იყვნენ, საკმაოდ დამაჯერებლად წარდგნენ. შნეიდერლინმა მეტოქის კარის დალაშქვრა მოახერხა, ბასტიანი კი მთელი 45 წუთის განმავლობაში ბრწყინავდა.
გულშემატკივარი პირველი თამაშის შემდეგ ძალიან აღელვებული იყო. არანაკლები ემოციით იყვნენ დატვირთულები "წითელი ეშმაკუნებიც".
ბლინდი: "სეზონის შესანიშნავი დასაწყისი!"
დეპაი: "ამაყი ვარ, რომ შედგა ჩემი დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედში"
იანუზაი: "ძალიან ვისიამოვნე სეზონის პირველი თამაშით"
ჯონსი: "სეზონის დაწყების შესანიშნავი გზაა გამარჯვება! ვულოცავ მორგან შნეიდერლინს დებიუტში გატანილ გოლს."
პერეირა: "ბედნიერი ვარ ჩემი თამაშით "კლაბ ამერიკას" წინააღმდეგ. წინასასეზონო ტურნე შესანიშნავად დაიწყო, თუმცა უფრო მეტი მუშაობა მჭირდება."
შნეიდერლინი: "ვიმედოვნებ, რომ ეს პირველი გოლია იმ უამრავი გოლიდან, რომელსაც "მანჩესტერის" მაისურით გავიტან".
შოუ: "გუშინ შესანიშნავად დავიწყეთ ტურნე! წარმოუდგენელია ისევ მორგანთან ერთად თამაში და მისი გატანილი გოლი დებიუტში!"
იანგი: "კარგია რომ თამაშები დაიწყო. ბიჭებმა დებიუტს შესანიშნავად გაართვეს თავი. შნეიდერლინმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და გამარჯვება მოუტანა კლუბს."
შვაინშტაიგერი: "დღეს "მანჩესტერის" მაისურით პირველი თამაში ჩავატარე. საოცარი გრძნობაა!!"
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.