"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველები, ბენ პირსონი და ჯო როტუელი, პირველი დივიზიონის გუნდ "ბარნსლიში" 2016 წლის 3 იანვრამდე იჯარით იასპარეზებენ.
პირსონისთვის ეს გუნდში დაბრუნება იქნება. მოგეხსენებათ, იგი გასულ სეზონში "ბარსნლიმ" არენდით აიყვანა. 2014/15 წლების სეზონში კი , ფეხბრუთელმა 20 მატჩზე მეტის ჩატარება მოახერხა.
"მე გასულ სეზონში აქ შესანიშნავი დრო გავატარე. პროფესიონალურ დონეზე ვიასპარეზე, თუმცა შემდეგ იჯარით წავედი, მაგრამ კარიერაში ეს წინგადადგმული ნაბიჯია,"-ციტირებს პირსონის სიტყვებზე "ბარსნალის" ოფიციალური ვებ-გვერდი
"აქ მოხვედრით ძალიან ბედნიერი ვარ. ბენ პირსონისგან ამ გუნდის შესახებ ძალიან ბევრი მსმენია. იგი ძალიან ბევრს მესაუბრებოდა "ბარნსლიზე" და ამ კლუბში ასპარეზობას მოუთმენლად ველოდი. ლი ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ კი, აქ გადასვლაში ეჭვიც კი არ შემპარვია. გასულ სეზონში ლისთან ერთად კლუბმა პირველი დივიზიონის ფლეი-ოპს მიაღწია. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ამ სეზონში გუნდი უფრო უკეთ იასპარეზებს,"-აცხადებს როტუელი
"ბარნსლის" მთავარი მწვრთნელი, ლი ჯონსონი კი მოხარულია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მის გუნდში "იუნაიტედის" ორი ფეხბრუთელი მოხვდა.
"გასულ სეზონში მისი შესანიშნავი თამაშით ბენმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როცა ის ჩვენი გუნდის წინააღმდეგ და ჩვენთან ერთად თამაშობდა, ბრწყინვალე ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენდა. ბენი ჩვენი ნახევარდაცვისთვის დიდი დახმარება იქნება. რაც შეეხება ჯო როტუელს, მოხარული ვარ, რომ იგი ჩვენთან ითამაშებს. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ორი მაღალი კლასის ნახევარმცველი გვყავს. "მანჩესტერ იუნაიტედს" კი დიდ მადლობას ვუხდი, რომ მათ ბიჭებს გუნდში გადმოსვლის საშუალება მისცა."