"იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა, MUTV-სთან ინტერვიუში დეტალურად ახსნა იმის შესახებ, თუ როგორ მიდის გუნდში სატრანსფერო ბიზნესი.
ამ სეზონში ვუდვორდმა შვაინშტაიგერი, დარმიანი, შნეიდერლინი და დეპაი გადმოიბირა. ბრიტანელი სპეციალისტის განცხადებით, ტრანსფერები ჯერ არ დასრულებულა და გუნდს ყველა პოზიციაზე სამიზნეების დიდი სია აქვს.
"ფაქტობრივად, როგორც ჩანს, ყველაფერი საკმაოდ მარტივია. ჩვენ მთელს მსოფლიოში სკაუტების გლობალური ქსელი და სატრანსფერო ბაზრის გასაღები გვაქვს. სკაუტები უამრავ მატჩს ადევნებენ თვალყურს და სამიზნეების შესახებ საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვთ. სწორედ ამ პირამიდის წყალობით აფასებს გუნდი ფეხბურთელებს.
ასე რომ, ჩვენ დაინტერესებული ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედს" შეეფერებიან სრული სურათი ყოველთვის გვაქვს. ამის შემდეგ კი ყველაფერს ლუი ვან გაალი და მისი გუნდი განიხილავს, პროცესს კი ანალიზი მოყვება.
მას შემდეგ, რაც ლუი საკუთარ სამიზნეებს განიხილავს, აქ კი მნიშვნელოვანია განსაზღვრულ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი, რადგან უნდა ვაღიარო, რომ სიაში საუკეთესოს ამორჩევა გვიჭირს, ამიტომ საჭიროა 2-3 კანდიდატურა. შემდეგ მხოლოდ მოთამაშესთან და მის კლუბთან შეთანხმება დარჩა. ერთი შეხედვით ეს მარტივია, მაგრამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ძალიან მწვავე იყოს."
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, დაუყოვნებლივ იწყება 2016 წლის პოტენციურის ტრანსფერების შეფასების სამუშაო. რაც უფრო ფართმოსაშტაბიანია ფუნდამენტური კურსის დაგეგვმა, მით უფრო მაღალია "იუნაიტედის" კონკურენცია დიდ ტურნირებზე.
"ეს პროცესი სექტემბერში იწყება. სკაუტები კი იწყებენ ფეხბურთელების დაკვირვებას ძირითად პოზიციებზე. ხოლო იანვარში, ახალი სეზონის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ, მწვრთნელს უკვე საერთო სურათი აქვს და ბევრად უფრო კარგად ხედავს, თუ ვინ უნდა დარჩეს და ვინ უნდა დატოვოს გუნდი.
ბუნებრივია, ჩვენ ფეხბურთელების რეალური სია გვაქვს, რადგან ყველაფერი თავიდანვე გათვლილია. აი, რას ნიშნავს სკაუტთა გუნდი. ეს სამუშაო მუდმივად ხორციელდება, როდესაც ერთი ტრანსფერი წარმატებით ჩაივლის, ჩვენ უკვე მეორეზე ვართ ფოკუსირებულები. მე ამ საკითხში გულშემატკივრებს სრულიად ვემხრობი. როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ახალი ფეხბურთელი შევიძინეთ, ისინი ძალიან ბედნიერები არიან, ამ დროს კი ჩვენ მომდევნოზე ვფიქრობთ.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებული პროცესი ძალიან რთულია, რომელსაც დიდი მუშაობა და დრო სჭირდება. ამიტომ მირჩევნია გავიხსენო, თუ როგორ თამაშობდა ფეხბურთელი გუნდში და ინდივიდუალურად გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს,"-განაცხადა ვუდვორდმა
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.