ფრანკ დე ბური სილესენზე საუბრობს.
"აიაქსის" მთავარი მწვრთნელის, ფრანკ დე ბურის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა კიპერს, იასპერ სილესენს კონტრაქტს შესთავაზებს, ჰოლანდიელის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება. მედიის ინფორმაციით, კიპერი დე ხეას ნომერ პირველ შემცვლელად ითვლება.
"აიაქსის" მთავარი მწვრთნელი კი, კიპერის გაშვებას უკვე ეგუება.
"თუ ეს მოხდა, ნამდვილად კატასტროფა იქნება, რადგან ახალი კიპერის მოძებნა ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ ჰოლანდიის საუკეთესო მეკარეს დაკარგავ. ჩვენ მისი შენარჩუნება ძალიან გვსურს, თავად იასპერსაც წასვლა არ სურს, მაგრამ როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ფულის ტომარას შესთავაზებს, გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იქნება. ჩვენ კვლავ დაველოდებით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან დიდი დრო დარჩა,"-განაცხადა დე ბურმა
თავად სილესენმა კი, "იუნაიტედის" ინტერესის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ამ ჭორების შესახებ უბრალოდ მსმენია, მაგრამ არ ინერვიულოთ, სანამ მე ჩემი აგენტისგან რამეს გავიგებ. იმ შემთხვევაშიც, თუ შეთავაზება სხვა კლუბებიდან არ მექნება, "აიაქსში" ძალიან ბედნიერი ვიქნები. მე ჩემს აგენტს, რომლის კლიენტის მემფის დეპაია, ამის შესახებ ვუთხარი, მან კი მიპასუხა, რომ არაფერი იცოდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი კლუბია, თუმცა ჭორებზე დაყრდნობით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. იქ გადასვლა კი ჩემს კარიერაში უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა,"წყარო:
Manutd.ru