"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამხანაგური მატჩი გამართა და მექსიკური გუნდი "ამერიკა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლი გუნდის ახალწვეულმა, მორგან შნეიდერლინმა თავური დარტყმით მეხუთე წუთზე გაიტანა. ფრანგი ფეხბურთელის დებიუტი წარმატებული გამოდგა.
"იუნაიტედში" დებიუტი ჰქონდა ბასტიან შვაინშტაიგერსაც. გერმანელმა მეორე ტაიმი ითამაშა. მემფის დეპაი ლუის ვან გაალმა მხოლოდ პირველ ტაიმში ათამაშა.
მომდევნო შეხვედრას "მანჩესტერი" 22 ივლისს "სან ხოსეს" წინააღმდეგ გამართავს, სამი დღის შემდეგ "ბარსელონას" დაუპირისპირდება, ხოლო 30 ივლისს პსჟ-სთან ითამაშებს.
მიმოხილვები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.