შვაინშტაიგერმა გაიბრწყინა, შნეიდერლინმა დებიუტი გოლით აღნიშნა.
დაახლოებით ამ დროს, ერთი წლის წინ, ლუი ვან გაალმა, როგორც "იუნაიტედის" მწრთვნელმა, პირველი თამაში ჩაატარა. ეს მოხდა ჰოლანდიის მესამე ადგილზე გასვლიდან 12 დღის შემდეგ.
წინასასეზონო მზადება არ იყო იდეალური. ჰოლანდიელმა შეიძინა ლუკ შოუ და ანდერ ერერა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახალწვეულები იყვნენ, ვან გაალმა მაინც ათამაშა "ლა გალაქსის" წინააღმდეგ და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. დენი უელბეკმა ამ თამაშში გოლი გაიტანა, ჯეიმსმა კი ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელს ახალი ჩაბარებული ჰყავდა გუნდი, მაინც მოახერხა გამარჯვება და თან ანგარიშით 7-0.
ამის შემდეგ ერთი წელი გავიდა და "იუნაიტედში" ბევრი რამ შეიცვალა. ვან გაალმა უკვე ამოიცნო "წითლების" სისუსტეები და ზაფხულში ცვლილებების განხორციელებაც დაიწყო. ფაქტი სახეზეა. ჰოლანდიელმა ოთხი ტრანსფერი უკვე გააკეთა (მემფის დეპაი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მორგან შნეიდერლინი და დარმაინი) და კიდევ გვპირდება რამდენიმე შენაძენს.
მაგრამ ახალწვეულების მოსვლა ერთადერთი სიახლე არ იყო. "იუნაიტედი" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან დენი უელბეკი და დარენ ფლეტჩერი ზაფხულამდე წავიდნენ. კლუბმა არ გამოისყიდა ფალკაო. რობინ ვან პერსიმაც დატოვა გუნდი და გაჰყვა ნანის თურქეთში, რაც ვან გაალისგან მოულოდნელი იყო.
ამ ცვლილებების შემდეგ "იუნაიტედმა" პირველი თამაში "კლაბ ამერიკასთან" ჩაატარა და მოახერხა კიდეც გამარჯვება ანგარიშით 1-0. უნდა ითქვას, რომ ახალწვეულებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი. ახალი "იუნაიტედი" ძალიან კარგი შესახედი იყო პირველ ტაიმში დეპაის, შნეიდერლინსა და დარმაინთან, ერთად. შვაინშტაიგერი კი გუნდს მეორე ტაიმში შეუერთდა.
შნეიდერლინმა თავისი დევიუტი გოლით აღნიშნა. მემფის დეპაიმ კი გააკეთა ის, რაც გუნდს ასე ძლიერ სჭირდებოდა. სრწაფი გარბენები, ერთი შეხებით პასები, ეს ნამდვილად არის ის, რაც რუნის გამოადგება და დაეხმარება "იუნაიტედს" გაბრწყინებაში.
ვან გაალი არ არღვევს ტრადიციას და კვლავ ცდილობს ახალი ვარსკვლავების აღმოჩენას. ამიტომაც, "იუნაიტედის" რიგებში დღეს ადნან იანუზაი, ანდრეს პერეირა, ჯეიმს უილსონი და ჯესი ლინგარდი გახლდათ.
მაგრამ მაინც 30 წლის გერმანელი ყველაზე მეტად ბრწყინავდა მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რაღაც რამდენიმე დღის გადმოსულია "იუნაიტედში". 45 წუთში ყველაფერი გამოჩნდა: შვაინშტაიგერის კლასი, დისციპლინა და გამოცდილება. როდესაც "მანჩესტერს" ბურთი ჰქონდა, გერმანელი სიღრმეებში შედიოდა და ყველაფერს აკონტროლებდა, თითქმის ისე, როგორც ამას აკეთებდა მაიკლ ქერიკი (შვაინშტაიგერმა სწორედ ის შეცვალა მეორე ტაიმში). ის ზუსტ პასებს აკეთებდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი თავის გამოცდის საშუალებას აძლევდა.
ვან გაალი აქტიურად იყო ჩართული ამ ტრანსფერებში და გულშემატკივარიც ძალიან გაახარა, მაგრამ ის აცხადებს, რომ მას გუნდის შენება ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. ჰოლანდიელი ირწმუნება, რომ "მანჩესტერს"გაძლიერება კიდევ ორ პოზიციაზე სჭირდება.
ამასობაში კი დავიდ დე ხეას მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. არ ვიცით რატომ არ იყო დღეს ესპანელი, აქვს თუ არა ტრამვა, მაგრამ დღეს ნამდვილად არ მოითხოვდა თამაში დე ხეას საჭიროებას. შეიძლება, ამიტომაც არ მოხვდა ესპანელი განაცხადში.
საბოლოოდ, შესაძლოა სცენის მიღმა ვან გაალს კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, მაგრამ საერთო ჯამში ახალი შენაძენები და მინდორზე დანახული მოტივირებული ფეხბურთელები გულშემატკივარში სახავს იმედს იმისა, რომ ძველი "იუნაიტედი" თავისი დიდებით სულ მალე დაგვიბრუნდება.
Goal.com