თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2015, 13:21
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2465,
კომენტარები: 7
ვან გაალი: "კმაყოფილი ვარ"
ლუი ვან გაალი მატჩის შემდეგ.
ვან გაალი:
მოგეხსენებათ, დღეს "იუნაიტედმა" მექსიკური "ქლაბ ამერიკა" მინიმალური ანგარიშით 0:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კი, ვან გაალმა, ტრადიციულად , პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

გუნდის თამაშზე:

"ეს ჩვენი პირველი თამაშია, ამიტომ ყველას 45 წუთი თამაშის საშუალება მივეცი. მინდოდა დავკვირვებოდი ჩვენი თამაშის ორგანიზებულობას დაცვაში და სიმართლე გითხრათ, სწორედ რომ ეს იყო ჩემი ძირითადი ასპექტი, რაზეც დიდი ყურადღება გავამახვილე. ჩვენ მოწინააღმდეგეს გოლის გატანის არა, მაგრამ რამდენიმე მომენტის შექმნის საშუალება მივეცით, საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბრუთელებს, ისინი ძალიან სწრაფები და აგრესიულები იყვნენ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვება ძალიან მარტივად მოვიპოვეთ. ყველა ფეხბურთელმა გააკეთა ის, რაც საჭირო იყო, მათ დავალებას თავი გაართვეს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ გავიმარჯვეთ და ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას განვაგრძნობთ.

მორგან შნეიდერლინის გოლზე:

მან "საუთჰემპტონის" რიგებში თუ არ ვცდები, 5 ბურთი გაიტანა, ასე რომ, მისი გოლები შემთხვევითობა არაა. იგი გუნდში ძალიან კარგად ვარჯიშობდა და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. თავიდანვე ვიცოდით "ამერიკის" სუსტი მხარის შესახებ. მათი ფეხბრუთელების უმრავლესობას თავით თამაში არ შეუძლია და სწორედ ეს იყო ჩვენი უპირატესობა. ჩვენ მაღალი მოთამაშეები გვყავს და მეორე სართულზე თამაშით პრემიერ ლიგაშიც გამოვირჩევით.

ფეხბურთელებზე, რომლებიც მოედანზე ვერ გამოვიდნენ:

დე ხეასა და ვალენსიას უმნიშვნელო ტრავმა აქვთ და ამიტომ არ გავრისკეთ. მარუან ფელაინი დისკვალიფიკაციის გამო პრემიერ ლიგის პირველ 3 ტურს გამოტოვებს, მას კი მოსამზადებლად დიდი დრო ექნება. რაც შეეხება შონ გოსს, იგი მოედანზე ჩემი გადაწყვეტილებით არ გამოვიდა.

სიეტლის მოედნის საფარზე:

"ასეთ მოედანზე თამაში ადვილი არ ყოფილა. საფარის პირველი ფენა ხელოვნური იყო, ამიტომ მინდორი მუდმივად მოძრაობდა. ნახეთ, თუ როგორ სრიალებდნენ ფეხბურთელები მატჩის მიმდინარეობისას. დიდი პრობლემა ის არის, რომ ასეთ სტადიონზე თამაშისას ტრავმის მიღების ალბათობა ძალიან დიდია. გასულ წელს "რეალის" წინააღმდეგ თამაშისას იმავე პრობლემას ჰქონდა ადგილი. შეერთებული შტატების მოედანი სხვა სტადიონებისგან ამით განსხვავდება. ინგლისში "ოლდ ტრაფორდს" მხოლოდ საფეხბურთო მატჩებისთვის იყენებენ. აქ კი სხვადასხვა შოუებს მართავენ. ბრიტანეთში ფეხბურთით, ხოლო ამერიკაში ამერიკული ფეხბურთითა და ბეისბოლით ცხოვრობენ.

დარჩენილ სამ მატჩზე:

"ჩვენ ამ ტურნირს თამაშის რიტმის დარეგულირების მიზნით ვიყენებთ. მომდევნო მატჩში "სან ხოსეს" ვუპირისპირდებით და დღევანდელის მსგავსად, ყველა 45 წუთი ითამაშებს. ეს ჩვენი ფილოსოფიაა, ამიტომ ჩვენ 60 და 30 წუთიან დროის მონაკვეთებში გადავალთ.

გრძელვადიან პერსპექტივაში ბლინდის ცენტრალურ მცველად გამოყენების საკითხზე:

"შესაძლოა, დეილიმ აქ ითამაშოს. მარკოს როხო აქ არ არის, ის 25 ივლისს ჩამოდის. ყოველთვის მინდა, რომ ცენტრალური მცველი მემარცხენე იყოს და ეს დეილის შეუძლია. ამ პოზიციაზე მრავალ ფეხბურთელს უთამაშია. გასულ სეზონში პატრიკთან ერთად რეგურალურად ასპარეზობდა სმოლინგი-ჯონსის დუეტი, თუმცა მე ცაცია მცველებს ვამჯობინებ, ასეთი კი, როხოსა და ბლინდის სახით ორი გვყავს,"-განაცხადა ლუიმ

წყარო: Manutd.ru
პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
18 ივლისი 2015 13:23
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დე ხეასა და ვალენსიას უმნიშვნელო ტრავმა აქვთ და ამიტომ არ გავრისკეთ.


დე ხეას არყოფნას კიდევ უამრავ ჭორს მოაბამენ ახლა. არადა ტრამვა რომც არ ჰქონოდა მაინც არ ათამაშებდა არ იყო უბრალოდ საჭირო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: Mufc7
18 ივლისი 2015 14:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მორგანის გოლი გამიხარდა love სიმართლე ვთქვა, მეტს ველოდი თამაშიდან ცოტა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
18 ივლისი 2015 15:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მაგრად პსჟ-სთან თამაშს ველი, ყველაზე სანახაობრივი ეგ უნდა გამოდგეს ჩემი აზრით

შნეიდერლინი მომეწონა ყველაზე მაგრად. ბასტიანი კლასნია და მააგს კომენტარი არც სჭირდება
0
№4
ავტორი: gilmour
18 ივლისი 2015 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
შედეგი და გოლების ცვენა არ არის აქ მნიშვნელოვანი, მთავარია ოფტიმალური ფორმით შევხვდეთ პრემიერლიგის დაწყებას და ეს ტურნეც მაგას ისახავს მიზნად. თუმცა მოგებაც მშვენიერია რათქმაუნდა განწყობისთვის. ეს კიდე სიტყვა ფილოსოფია რომ არ არსებობდეს მუნჯი იქნებოდა
0
№5
ავტორი: Count Alucard
18 ივლისი 2015 20:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Mufc7,
7 გოლს ხო არა შემთხვევით? lol

საერთო ჯამში კარგი თამაში იყო, რადგან ეს ტურნირი გასახურებლად არის უბრალოდ და ზედმეტი ძალების ხარჯვა არც არის საჭირო.
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 ივლისი 2015 22:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ლუი იმენა ფილოსოფოსია wink
0
№7
ავტორი: Mufc7
18 ივლისი 2015 23:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
nika_123,
აუ, კიი lol გამიცრუეს იმედები wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top