"არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, რობინ ვან პერსის გუნდიდან ასე ადვილად წასვლით შოკირებულია.
მოგეხსენებათ, "იუნაიტედში" სამ წლიანი ასპარეზობის შემდეგ, "არსენალის" ყოფილი კაპიტანი სტამბულის "ფენერბაჰჩეში" გადაბარგდა. ვენგერი კი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ინგლისურ ფეხბურთს ასეთი დიდი მოთამაშე გამოემშვიდობა.
"რობინის თურქეთში წასვლა ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ეს ინგლისური ფეხბურთის უზარმაზარი დანაკარგია, რადგან იგი თავის მხრივ, დიდ ფეხბურთელად ითვლება.
ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. რობინი განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩეოდა. არ ვიცი, რა მოხდა და რატომ დატოვა მან "მანჩესტერ იუნაიტედი", მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის პრემიერ ლიგის დიდი დანაკარგია,"-განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.