"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა აღიარა, რომ ხუთი წლის წინ მას შეეძლო, "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგება.
გასულ კვირას "იუნაიტედმა" გერმანიის ნაკრების 30 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გადაიბირა, რომლის შესაძლებლობები ლუი ვან გაალში აღფრთოვანებას იწვევს.
შვაინშტაიგერის თქმით, ხუთი წლის წინ მას ჰქონდა შესაძლებლობა, გამხდარიყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, მაგრამ სურვილი, გამხდარიყო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მშობლიურ კლუბში, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
"იყო იმის შანსი, რომ 2010 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავსულიყავი, რაზეც სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ჩემპიონთა ლიგის მოგება "ბაიერნის" შემადგენლობაში, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ აქ ყოფნით" - ბასტიანის სიტყვებს ციტირებს DailyMirror.