იტალიური პუბლიკანტი Calcio Mercato web-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" ბელგიელი ნახევარმცველის, მარუან ფელაინის შეძენით ინტერესდება. ბელგიელი ფეხბურთელი "როსონერის" ახალი მწვრთნელის, სინიშა მიხაილოვიჩის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
"მილანის" ბოსი აცხადებს, რომ "იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს ძალიან მალე სანდო შუამავლების მეშვეობით დაიწყებს.
მოგეხსენებათ, "იუნაიტედში" ნახევარდაცვის ხაზზე დიდი კონკურენციაა. რამდენიმე დღის წინ "ეშმაკებმა" ორი მაღალი დონის ნახევარმცველი: ბასტიან შვაინშტაიგერი და მორგან შნაიდერლინი დაიმატა, სწორედ ამიტომ შესაძლოა, ფელაინიმ მანჩესტერი დატოვოს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ეშმაკები" მზად არიან, ფელაინი 10 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ დათმონ.