"ვალენსიამ" ნიკოლას ოტამენდის მომავალი თითქმის გაასაჯაროვა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრისთვის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაც ძალიან საინტერესოა- გუნდმა უკვე გაიფორმა 4 მაღალი დონის მოთამაშე, თუმცა ვან გაალი და გუნდის ხელმძღვანელობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
როგორც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მას კიდევ ორი პოზიცია აქვს გასაძლიერებელი და ეს პოზიციები, სავარაუდოდ, ცენტრალური თავდამსხმელი და ცენტრალური მცველია. ჯერჯერობით უცნობია, ვის დაიმატებს გუნდი შეტევის წინა ხაზის გასაძლიერებლად, ხოლო რაც შეეხება დაცვის ბურჯს, წითლები უკვე რამდენიმე თვეა, არგენტინელ ნიკოლას ოტამენდის გადმობირებას ცდილობენ.
ინგლისურ თუ ესპანურ სპორტულ გამოცემებში უკვე ამოიკითხავდით, რომ ოტამენდი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებასთან ახლოსაა და ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა დამაჯერებელ არგუმენტს ვერცერთ მათგანში ნახავდით.
დღეს დილით კი, თავად ფეხბურთელის ამჟამინდელმა კლუბმა, "ვალენსიამ", მიგვანიშნა იმაზე ,რომ ნიკოლასი მომავალი სეზონიდან ახალ კლუბში იასპარეზებს. საქმე იმაშია, რომ "ღამურების" ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წარადგინეს ახალი ფორმა და იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ახალი მაისურები მოსავთ, ვერ შეამჩნევთ არგენტინელ მცველს, არადა გასულ სეზონში სწორედ იგი იყო ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი მოთამაშე:
აქვე გამოჩნდა რამდენიმე ჟურნალისტი, რომელმაც ეს ყველაფერი იმას დააბრალა, რომ ოტამენდი კოპა ამერიკაზე იმყოფებოდა და ახლა შვებულება აქვს. თუმცა სიმართლე არავინ იცის, იქნება კი ეს ფოტო გადამწყვეტი? ვიხილავთ ოტამენდის წითელი ფორმით?