"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ, დაადასტურა ის ფაქტი, რომ შეეცდება 6 აგვისტოს ლა-მანშის სრუტე გადაცუროს, იმის შემდეგ, რაც სარეკლამო ლუდის კომპანია "Kronenbourg 1664"-ზე 10 000-მა ბრიტანელმა განაცხადა, რომ ეს ლუდი საუკეთესოა მსოფლიოში.
"იმდენმა ბრიტანელმა დაადასტურა, რომ ლუდი "Kronenbourg" საუკეთესოა მსოფლიოში, მე ვაპირებ ამის აღსანიშნავად ლა-მანშის სრუტე გადავცურო - აცახდებს ერიკი ლუდის რეკლამაში, -
კანტონასთვის დიდი მანძილი არაფერს წარმოადგენს."თუ ერიკი წარმატებით დაასრულებს ცურვას, ის გახდება იმ 1285 მოცურავეთაგან ერთ-ერთი, რომელმაც ლა-მანშის სრუტე გადალახა. ცურვის ფედერაციის თქმით, პირველი მცურავი, რომელმაც ამ სრუტის გადალახვა შეძლო 1875 წელს, მეთიუ უები გახლდათ. ამისთვის კი მას 21 საათი და 45 წუთი დასჭირდა.
ამის შემდეგ 35 წელი გავიდა, მაგრამ სრუტის ბოლომდე გადალახვა ვერავინ მოახერხა, ბოლოს კი ეს ტომას ბერჯესმა შეძლო 1991 წელს.
ფრანგებს შორის ეს სრუტე ყველაზე სწრაფად, 7 საათსა და 54 წუთში, გადაცურა ჟილიუ რონდიმ.
წყარო:
http://www.manutd.ru