"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა განაცხადა, რომ ჯერ კლუბს ტრანსფერები არ დაუსრულებია, იმისდა მიუხედავად, რომ მათ უკვე ოთხი ფეხბურთელი გაიფორმეს.
MUTV-ს კორესპონდენტის, სტიუარტ გარდნერის კითხვაზე, აპირებდა თუ არა კლუბი კიდევ დაემატებინა ფეხბურთელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ვან გაალმა ასეთი პასუხი გასცა:"ვიმედოვნებ, რომ კიდევ მოვახერხებთ სასურველი ფეხბურთელების შეძენას. ჯერ არ დაგვისრულებია ყველაფერი. პრესკონფერენციებზე ბევრჯერ მითქვამს, რომ გუნდში ბალანსია საჭირო, ამიტომ ჩვენ კიდევ ორ პოზიციაზე გავძლიერდებით. ამას მაშინვე გავაკეთებთ, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა."
"მაგრამ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს შევიძენთ, რომლებიც კლუბის დონეს შეეფერება. ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობს, მაგრამ მეც მსურს დავრწმუნდე იმაში, რომ ახალწვეულები პრემიერ-ლიგას გაუმკლავდებიან."