"მადრიდის რეალის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ სერხიო რამოსი სამეფო კლუბს არ დატოვებს.
რამდენიმე თვის განმავლობაში არ წყდებოდა ჭორები 29 წლის ესპანელი მცველის შესახებ. მას აქტიურად უკავშირებდნენ "მანჩესტერ იუნაიტედს", მაგრამ რობერტო მარტინესმა, "რეალის" პრეზიდენტისგან მიიღო გარანტია, რომ რამოსი წელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩებოდა.
"პრესაში ძალიან დიდი მითქმა-მოთქმაა რამოსის ტრანსფერთან დაკავშირებით. ის პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც შესანიშნავად ასრულებს ჩვენს დავალებებს." - ციტირებს ბენიტესი.
"პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლუბის პრეზიდენტმა დამიდასტუროს ის ფაქტი, რომ რამოსი არსად მიდის. ჩვენ მას ვესაუბრეთ თავის მომავალსა და ფიქრებზე. სერხიოს ჩვენი კლუბის უცვლელ წევრად ვთვლი."
პრესაში ასევე გაიჟღერა იმ ფაქტმაც, რომ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, დავიდ დე ხეა "რეალში" გადასულიყო რამოსის სანაცვლოდ. ახლა კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც ესპანელი დატოვებს წელს "ოლდ ტრაფორდს".