"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ჯონი ევანსმა განაცხადა, რომ "ვესთ ბრომვიჩთან" მატჩი ადვილი არ იქნება. "ეშმაკების" მოწინააღმდეგეები მეექვსე ადგილზე იმყოფებიან, მათ ერთიანი გუნდი ყავთ და სწორედ ამან მისცა საშუალება მათ, რომ პრემიერ ლიგის პირველი ნახევარი კარგად ჩაეტარებინათ.
"ვესთ ბრომვიჩს" არანაირი შანსი არ უნდა მივცეთ. მახსოვს რამდენიმე წლის წინ "ოლდ ტრაფორდზე"(2010 წლის ოქტომბერი) ფრე ვითამაშეთ და საკმაოდ დაძაბული მატჩიც იყო. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ დაცვაში, მეტოქეს აიძულებენ ფლანგებიდან შეუტიონ და ბოლოს ჩააწოდონ. მათი დაცვის გადალახვა საკმაოდ რთულია"._განაცხადა ევანსმა.
ჯონი ევანსი ამ სეზონში საკმაოდ ბევრ გოლს იტანს, მის ანგარიშზე უკვე 4 ბურთი აქვს გატანილი. "იუნაიტედის" მცველი აცხადებს, რომ პირველი გოლი აუცილებლად "ეშმაკებმა" უნდა გაიტანონ. "წინა მატჩში პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ და ის შეხვედრა 2-0 დამთავრდა. აუცილებელია ანგარიში ჩვენ გავხსნათ, თუ ასე არ მოხდება ძალიან გაგვიჭირდება. ამ შემთხვევაში ერთმა გოლმაც შეიძლება დიდი როლი ითამაშოს"._განაცხადა ჯონი ევანსმა.
წყარო: Manutd.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.