"ევერტონი" ევანსს არ შეიძენს.
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ მის ინტერესებში ჯონი ევანსი არ შედის.
ერთი დღით ადრე, რამდენიმე ბრიტანულმა გამომცემლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ევერტონი" ჯონი ევანსის გადაბირებას ცდილობს და თანახმაა 8 მლნ. ფუნტის გადასახდელად.
თუმცა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარტინესმა განაცხადა, რომ 26 წლის ჩრდილო-ირლანდიელი მცველი მის ინტერესებში არ შედის.
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას ჭორებზე, რომელსაც ჩემს კლუბს უკავშირებენ, მაგრამ მერწმუნეთ, ევანსით არ დავინტერესებულვართ." - განაცხადა მარტინესმა ESPN-თან ინტერვიუში.
ამასობაში კი, Goal-ისთვის ცნობილი გახდა, რომ "ევერტონმა" შეთავაზება გააკეთა "იუნაიტედის" ყოფილი მცველის, ნემანია ვიდიჩის გადასაბირებლად, რომელიც, სავარაუდოდ, "ინტერს" დატოვებს. წყაროს თანახმად, სერბი მცველი პრემიერ ლიგაში დაბრუნდება.
წყარო:
fapl.ru