"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, ბრაიან რობსონი თვლის, რომ კლუბმა შესანიშნავი ძალა მიიღო ნახევარდაცვის ცენტრში, ბასტიან შვაინშტაიგერისა და მორგან შნეიდერლინის გაფორმებით.
"ვფიქრობ, "იუნაიტედი" ნახევარდაცვის ცენტრში შესანიშნავად გაძლიერდა. მორგან შნეიდერლინს შეუძლია მთელი ცენტრი და თამაშის რიტმი აკონტროლოს. ამასთანავე, ის ინგლისის პრემიერ ლიგას კარგად იცნობს." - აცხადებს რობსონი manutd.com-თან.
"ბასტიან შვაინშტაიგერი მსოფლიო დონის ნახევარმცველია. ის დიადი ფეხბურთელია თავისი საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბაიაერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტნობას ვერ დაიმსახურებდა."