რაიან გიგზი თვლის, რომ "იუნაიტედმა" წინა სეზონში დაშვებული შეცდომები უნდა შეისწავლოს და ეცადოს მაქსიმალურად გამოასწოროს.
"მწვრთნელმა ისაუბრა იმაზე, რომ სეზონის დასაწყისში 30 შესაძლო ქულიდან 13 ქულის აღება - ძალიან ცოტაა. ასეთი სტარტის შემდეგ ძნელია, ჩემპიონი გახდე. შეცდომა აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი კონკურენტები მიზნად დაისახავენ სეზონის იდეალურ სტარტს და მაქსიმალური ქულების აღებას, ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ მათ." - აცხადებს რაიან გიგზი Manchester Evening News-თან.
"ეყოფათ მოთამაშეებს ოთხი წინასასეზონო მატჩი? როდესაც მოთამაშე ვიყავი, მოსაზადებლად ზუსტად 8 კვირას გვაძლევდნენ. მომზადების პირველი კვირა მხოლოდ იმაზე მიდიოდა, რომ როგორმე ფორმაში მოგვეყვანა თავი. ბიჭები ზედმეტი წონის გარეშე ბრუნდებიან სავარჯიშოდ, ამიტომ შემიძლია დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ოთხი მატჩი საკმარისი გამოდგება ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად."