ევანსი შესაძლოა, "ევერტონში" გადაბარგდეს.
რამდენიმე ბრიტანული გამოცემის, მათ შორის The Guardian და The Telegraph-ის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, ჯონი ევანსი სულ მალე "ევერტონში" გადაბარგდება.
მიუხედავად იმისა, რომ ევანსის კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულს იწურება, "იუნაიტედი" არ აპირებს მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას. ამ დროისთვის ჯონი, რომელიც "იუნაიტედში" უკვე მე-9 სეზონს ატარებს, კლუბთან ერთად წინასასეზონო ტურნეზე ამერიკაში იმყოფება, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" დარბუნებისთანავე ის კლუბს დატოვებს. ცხადია, რომ ლუი ვან გაალი უპირატესობას ფილ ჯონსს, კრის სმოლინგსა და მარკოს როხოს ანიჭებს, გარდა ამისა, კლუბი აქტიურად ცდილობს სერხიო რამოსისა და ნიკოლა ოტამენდის შეძენას, რაც ევანსის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.
"ევერტონმა", რომელიც აქტიურად ცდილობს სილვიან დისტინის შემცვლელის პოვნას, უკვე გააკეთა შეთავაზება ჯონის გადასაბირებლად, რომელიც 6 მლ. ფუნტს სტერლინგს შეადგენდა, თუმცა წყაროების თანახმად, ორივე მხარე 8 მლნ. ფუნტ სტერლინგზე შეთანხმდა და თვის ბოლოს ჩრდილო-ირლანდიელი მცველი "კამფეტებს" შეუერთდება.
წყარო:
Manutd.ru