სიეტლში, პრეს-კონფერენციაზე, ლუი ვან გაალმა კომენტარი გააკეთა რობინ ვან პერსის გუნდიდან წასვლაზე. კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არ დაუზუსტებია ის თანხა, რომლის სანაცვლოდაც რობინი თურქეთში იასპარეზებს, მაგრამ მან უკვე მოაწერა სამ წლიან კონტრაქტს ხელი "ფენერბახჩესთან".
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა განაცხადა, რომ ვან პერსიმ კლუბიდან წასვლა სეზონის დასასრულს გადაწყვიტა და განაცხადა, რომ მისთვის ადვილი არ იყო ასეთი დიდებული კლუბისა და იმ ადამიანის დატოვება, რომელთან ერთადაც ბოლო ხუთი წელი იმუშავა.
"სეზონი დასასრულს რომ მიუახლოვდა, ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ და ვიცოდით, რომ რობინი კლუბს დატოვებდა - აცხადებს ვან გაალი Sky Sports-თან. - მან ეს ყველაფერი მაშინ იცოდა, როდესაც გოლფს ვთამაშობდით და ერთად განვიხილავდით მის მომავალს. გადაწყვეტილება მძიმე გამოდგა როგორც ჩემთვის, ასევე მისთვის, მაგრამ ყველასთვის ასე სჯობდა."
"ჩემი აზრით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ვწვრთნიდი, ხშირად ვესწრებოდი "ფენერბაჰჩეს" თამაშებს, რადგან დირკ კიუიტს ვაკვირდებოდი და იქ ყოველთვის თბილად მხვდებოდნენ."
"ვფიქრობ, რობინს ასეთი სტუმართმოყვარე და თბილი კლუბი მოეწონება. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ!"