როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა TMW იტყობინება, თურქული "ბეშიქთაში" მზად არის, "მანჩესტერ იუნაიტედის" მექსიკელი ფორვარდის, ხავიერ ერნანდესის შესაძენად.
ინფორმაციის თანახმად, ჩიჩარიტო მარიო გომესის შემდეგ თურქული კლუბის ძირითადი სამიზნეა და იმ შემთხვევაში, თუ კლუბი გომესს ვერ შეიძენს, მზად იქნება ჩიჩარიტო გადაიბიროს.
თურქული გრანდი ჩიჩარიტოში მაქსმიმუმ 10 მილიონს გადაიხდის.
მექსიკელი ფორვარდით ასევე დაინტერესებულები არიან: "ორლანდო", "სევილია", "ლივერპული", "ატლეტიკო" და "ინტერი".
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ჩიჩარიტომ არენდით "რეალში" გაატარა და 23 მატჩში მის ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
წყაროს ცნობით, მექსიკელის ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება და შესაძლოა, იგი ტურნეზე არც წავიდეს.
სტატიები, ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.