ლუი ვან გაალმა გამართა პირველი პრეს-კონფერენცია სიეტლში, სადაც მას ჟურნალისტებმა დე ხეასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, თუმცა ჰოლანიდელმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე. მან ასევე არ ისურვა სერხიო რომეროს შესაძლო ტრანსფერზე საუბარი.
"დე ხეასთან დაკავშირებით კითხვების დასმა სისულელედ მიმაჩნია. ასევე ვერაფერს გეტყვით რომეროზე. ეს გარკვეული პროცესებია და მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ "მანჩესტერ იუნაიტედის" პორცესებსა და სტრატეგიებზე."
"ბოლო ორი თუ სამი პრესკონფერენციაა ამას გეუბნებით, თუმცა თქვენ მაინც აგრძელებთ იმავე კითხვების დასმას. შეიძლება, პრესა მართალია დე ხეასთან დაკავშირებით, შეიძლება არა, ამის თქმა მხოლოდ თვითონ შეუძლია."
"დარჩება თუ არა ის? არ ვიცი. იქნებ თქვენ გაქვთ რამე ინფორმაცია? შეიძლება უკვე ისაუბრეთ დავიდთან? ამ მომენტებისთვის ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მთელი ძალებით შრომობს ჩვენთან ერთად."