თბილისი:
მანჩესტერი:
16-07-2015, 13:35
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2370,
კომენტარები: 0
ვან გაალი დი მარიას გასაშვებად მზად არის
ანხელ დი მარიამ შესაძლოა კლუბი დატოვოს.
ვან გაალი დი მარიას გასაშვებად მზად არის
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს არ სურს ანხელ დი მარიას გუნდიდან წასვლა, თუმცა ის არ აპირებს არგენტინელის ძალით გაჩერებას. The Guardian-ის ინფორმაციით ცოტა ხნის წინ ვან გაალი შეხვდა 27 წლის არგენტინელს და უთხრა, რომ მისი შენარჩუნება სურს.

ლუი დარწმუნებულია, რომ დი მარია შეძლებს თავის გამოჩენას არც ისე კარგი სადებიუტო სეზონის შემდეგ. დი მარიამ თავისმხრივ კი განაცხადა, რომ ის კვლავ ვერ შეეგუა ინგლისში ცხოვრებას და შესაძლოა კლუბის გამოცვლა დასჭირდეს. ახალი კლუბი კი დიდი ალბათობით "პსჟ" იქნება.

ვან გაალი არ აპირებს არგენტინელის ძალით გაჩერებას, თუმცა "პსჟს" კავანის გამოშვება მოუწევს თუ დი მარიას შეძენა სურთ, რადგან ვან გაალი მხოლოდ ასეთ შემოთავაზებას დათანხმდება.

"ყველაფერს მალე გავიგებთ. ფეხბურთში ასეთი რამეები პროცესია და ეს ერთ დღეში არ წყდება. დი მარიასთვის ახლა პროცესია და მისი დასრულების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა. პროცესია ეს "მანჩესტერ იუნაიტედისთვისაც", თუმცა მე მისი მჯერა, რადგანაც ის კვლავ ჩვენი მოთამაშეა და მან მითხრა, რომ 25 ივლისს შემოგვიერთდება." - განაცხადა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, რომ დი მარია არ გაჰყვა "იუნაიტეადს" ამერიკულ ტურნეზე, რადგან სულ ცოტა ხნის წინ აიღო შვებულება კოპა ამერიკის შემდეგ. დი მარიას აქვს დრო, რომ დაფიქრდეს და მისი მომავალი ცივი გონებით გადაწყვიტოს.

TheGuardian
სტატიები, ახალი ამბები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top