"მანჩესტერ იუნაიტედმა", რომელიც ახლა სიეტლში იმყოფება და წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს გადის, პრეს-კონფერენცია გამართა და 3 ახალწვეული ოფიციალურად წარადგინა. პრესის წინ არამარტო მოთამაშეები, არამედ მთავარი მწვრთნელიც წარსდგა და ფეხბურთელებზე დაწვრილებით იასაუბრა:
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან, ჩემი აზრით, ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. სწორედ ამიტომ შევიძინეთ.
მიხარია, რომ ისინი ტურის დაწყებამდე შემოგვიერთდნენ - გვაქვს დრო, რათა ახალწვეულები ვარჯიშებსა და ფილოსოფიას შევაგუოთ. ამ სამის გარდა, ჩვენ გვყავს მემფის დეპაი და ის უკეთესია, ვიდრე გასულ ზაფხულს.
წინა სეზონში ბევრჯერ აღვნიშნე, რომ გუნდში არ იყო ბალანსი. მე მსურდა ბალანსი ნახევარდაცვაში, ამიტომ ძნელი გამოსაცნობი არ იყო ის, რომ ორ ცენტრალურ ნახევარმცველს შევიძენდით. მორგანი სწორედ ის არის, ვინც აუცილებლად მოერგება ჩვენს სათამაშო სტილსა და სქემას.
''მანჩესტერ იუნაიტედი'' ყიდულობს მხოლოდ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მას გამოადგება. ჩვენ არ ვყიდულობთ მხოლოდ თანხის დასახარჯად. თითოეულ მოთამაშეს, რომელიც ჩემს გვერდით ზის, შეუძლია სარგებლის მოტანა."
იტალიელ მცველზე ვან გაალმა ასეთი რამ თქვა: "მე ყოველთვის მომწონდა მოთამაშეები, რომლებიც, პირველ რიგში, დაცვაში კარგად მოქმედებენ. ამასთან, მატეო სწრაფი და გონიერი ბიჭია, მას კარგი ორიენტაცია აქვს, რაც ასევე დიდი პლიუსია. რაც ყველაზე მთავარი,ა მას შეუძლია კიდევ გაძლიერდეს."
რაც შეეხება გერმანელ ვარსკვლავზე, რომელიც "იუნაიტედში" მიუნხენიდან გადაბარგდა, ლუიმ შემდეგი რამ განაცხადა: "მე მოთამაშეს მხოლოდ ხარისხითა და ტიტულებით არ ვაფასებ, ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული მხარეც.
დარწმუნებული ვარ, იგი მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ისეთივე სასარგებლო იყოს "იუნაიტედისთვის", როგორც წლების მანძილზე "ბაიერნისთვის" იყო.
მორგანისთვის არ არის ახალი პრემიერ ლიგა, მას სამ წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, კითხვის ნიშანი მხოლოდ ბასტიანისა და მატეოს გასწვრივ შეიძლება დაისვას, თუმცა მჯერა, მათთვის არ იქნება ადაპტაციის პრობლემა."
მიუხედავად ქებისა, ვან გაალმა ისიც განაცხადა, რომ სამივე მათგანს მოუწევს ბრძოლა ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის.
"მათ იციან, რომ ბრძოლა და შრომა მოუწევთ სასტარტოში ადგილისთვის. გარანტირებული ადგილი არავის აქვს. მორგანს ბასტიანთან კერიკთან და ბლინდთან მოუწევს გაჯიბრება - სწორედ მათ შეუძლიათ მოედნის ცენტრში ასპარაზეობა.
დარმიანის ვალენსიასთან მოუწევს ბრძოლა, ეს მატეომაც იცის და ანტონიომაც. იგივე სიტუაციაა კერიკთანაც - მე მას სეზონის ბოლოს ვესაუბრე ამის შესახებ. ძალიან რთულია ასეთი დონის მოთამაშეების მოყვანა - ნამდვილად არ არის მარტივი, ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი, ედ ვუდვარდს."