"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ გერმანულ გამოცემა "Bild"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან უარით გაისტუმრა "მიუნხენის ბაიერნი", რათა ლუი ვან გაალთან მუშაობის საშუალება მისცემოდა.
"მოლაპარაკებები საუკეთესო კლუბებთან მიმდინარეობდა." - ციტირებს დეპაის სიტყვებს "Bild". ""ბავარიაც" მათ შორის იყო, თუმცა არჩევანი "იუნაიტედზე" შევაჩერე. ვერ გეტყვით ვინ არის მსოლფიოში საუკეთესო მწვრთნელი. საფეხბურთო სამყაროში ბევრი შესანიშნავი და ცნობილი მენეჯერია და რა თქმა უნდა პეპ გვარდიოლაც მათ შორისაა. თუმცა მე მხოლოდ ლუი ვან გაალთან ვისაუბრე და მან დამარწმუნა. ლუიმ მაგრძნობინა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიყავი, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდოდი."
შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაის დებიუტი 18 ივლისს შედგება ამხანაგურ შეხვედრაში, კლუბ "ამერიკას" წინააღმდეგ. მატჩი თბილისის დროით დილი 6 საათზე დაიწყება.