ტომ ქლევერლიმ მადლობა გადაუხადა ლუი ვან გაალს პირდაპირობისთვის, როდესაც ნახევარმცველის მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
"ლუი ჩემთან პირდაპირი და გულახდილი იყო. ეს თვისებები ნებისმიერი მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია. მან მითხრა, რომ აპირებდა ერთდროულად ორი ნახევარმცველის შეძენას, რაც ჩემი სათამაშო პრაქტიკის მნშვნელოვნად შეამცირებდა. "იუნაიტედში" გატარებული ბოლო ზაფხულის შემდეგ მივხვდი, რომ მზად ვიყავი ახალ კლუბში გადასასვლელად. ლუი ვან გაალის მისამართით არცერთი უარყოფითი სიტყვის თქმა არ შემიძლია." - გადმოგვცემს ტომ ქლევერლის სიტყვებს "Daily Mail".
"ახლა მე "ევერტონის" ფეხბურთელი ვარ და აქ თავს ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ. შემწევს იმის ძალა, რომ ინგლისის ნაკრებში გამოძახება ისევ დავიმსახურო."