"მანჩესტერ იუნაიტედი" გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც ძალიან აქტიურია სატრანსფერო ბაზარზე და უკვე რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელიც დაიმატა. ტრანსფერებით გულშემატკივართან ერთად მოხარულია უეინ რუნიც, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის დაიწყება სეზონი და ახალწვეულებთან ერთად გავა მინდორზე. თუმცა, მათ შორის, კაპიტანი ყველაზე მეტად ბასტიან შვაინშტაიგერს აქებს, რომელმაც 17 წლიანი მიუხენური კარიერის შემდეგ "გაეშმაკება" გადაწყვიტა.
"ბასტიანი ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, რომელსაც თითქმის ყველაფერი აქვს მოგებული. შესანიშნავია, რომ მან სწორედ ჩვენ აგვირჩია და დატოვა ისეთი კლუბი, როგორიცა მიუხენის "ბაიერნი".
ასევე მორგანი, დარმიანი და მემფისი - ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ვფიქრობ, ისინი გუნდს აუცილებლად გააძლიერებენ და წინ 2 ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კვირა გველოდება, სანამ პრემიერ ლიგის სეზონი დაიწყება."
"იუნაიტედი" ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს გადის, გუნდს 4 ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი და რუნის აზრით, ეს მატჩები სწორედ ახალწვეულებს დაეხმარება ადაპტაციის გავლაში.
"ბასტიანი შესანიშნავად ლაპარაკობს ინგლისურად, ეს დიდი პლუსია. ის ფანტასტიური ფეხბურთელია და ამას წლების მანძილზე ამტკიცებს. ვფიქრობ, მანჩესტერული კარიერაც წარმატებული იქნება.
პირველ დღეს, როდესაც ბასტიანი და მორგანი შემოგვიერთდნენ, მცირე დრო გვქონდა სასაუბროდ და ისინი ძალიან მალე შეეწყვნენ ახალ თანაგუნდელებს. კარგია, როდესაც ასეთი მოთამაშეები გყავს გუნდში."
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.