ესპანური მედიის ცნობით, ნიკოლას ოტამენდი მზადაა შეუერთდეს "მანჩესტერ იუნაიტედს".
ესპანური მედიის ცნობით, ნიკოლას ოტამენდი მზადაა, შეუერთდეს "მანჩესტერ იუნაიტედს", მას შემდეგ, რაც მცველმა უარი თქვა ვალენსიაში დაბრუნებაზე.
არგენტინელმა მონაწილეობა მიიღო "კოპა ამერიკაზე" და თანაგუნდელების მგავსად, ამჟამად დასასვენებლად იმყოფება. თუმცა მას უკვე რამდენიმე დღეში ელოდებიან "ვალენსიაში", წინა-სასეზონო ტურნეს დასაწყებად.
"მარკას" ინფორმაციით კი, თავად ფეხბურთელს არ სურს ესპანეთში დაბრუნება და კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებების დაწყება მოსთხოვა.
ოტამენდის გარდა, "იუნაიტედი" აქტიურად ინტერესდება სერხიო რამოსითაც, თუმცა ეს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ "მადრიდელებს" თავიანთ რიგებში დევიდ დე ხეას დამატება მოესურვებათ.
ოტამენდის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტის მიხედვით 35,5 მილიონ ფუნტს შეადგენს, მაგრამ "წითელ ეშმაკებს" იმედი აქვთ, რომ მის გაფორმებას უფრო იაფადაც შეძლებენ.
Metro