"იუნაიტედის" ლეგენდათა გუნდისა და რეზერვების მატჩი შედგა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდი ორშაბათს წინა-სასეზონო მზადებას შეუდგა და "სოლფორდ სიტისთან" პირველი მატჩი გამართა.
პრემიერ ლიგის 21-წლამდელთა ტურნირში ტრიუმფიდან 7 კვირის შემდეგ "იუნაიტედის" რეზერვი პოლ სქოულზის, რაიან გიგზის, გარი და ფილ ნევილებისა და ნიკი ბატის კუთვნილ გუნდს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი "კლას 92-ის" ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც მატჩს ესწრებოდა.
გიგზი ლუი ვან გაალთან ერთად "იუნაიტედის" ტურნეზე იმყოფება, ხოლო გარი ნევილი და პოლ სქოულზი გადატვირთული სეზონის შემდეგ ისვენებენ, რაც შეეხება ფილ ნევილს, მან ესპანეთში, კერძოდ "ვალენსიაში" დაიკავა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, ნიკი ბატი "ტორფ მურზე" გამართულ მატჩს უყურებს
ფილ ნევილი "ვალენსიას" ვარჯიშზე მწვრთნელის როლში
რაიან გიგზი აშშ-ში ტურნეზე გამგზავრებამდე
შეხვედრის მერვე წუთზე "სოლფორდის" კაპიტანმა, კრის ლინჩმა ეშლი ფლეთჩერი საჯარიმოში წააქცია დაზარალებულმა დანიშნული პენალტი თავად გარდასახა გოლად, რასაც ჯეიმს უეირმა მეორე გოლი მოაყოლა და "იუნაიტედის" უპირატესობა ორამდე გაიზარდა.
ჯოშ ჰაროპმა შეხვედრაში ანგარიში გამანადგურებლად აქცია, მაგრამ "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, დენი უებერმა "სოლფორდის" რიგებიდან ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, რასაც მეტ ჩედვიკის გოლი მოყვა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.
"იუნაიტედი" ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ შეხვედრისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე დარჩენილი რამდენიმე წუთით ადრე "ანგარიში გათანაბრდა და მატჩი 3-3 დასრულდა.
ეშლი ფლეთჩერს 11-მეტრიანი ნიშნულიდან შეხვედრის პირველი გოლი გააქვს
"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, გილიერმო ვარელა ბურთისთვის იბრძვის
სადიქ ელ-ფიტური მოწინააღმდეგისთვის 3-3 ანგარიშზე ბურთის წართმევას ცდილობს
შემადგენლობა:"სოლფორდ სიტი": ჯ. ლინჩი, სმოლი, დინი, სტოპფორტი, კ. ლინჩი, ო'ჰალორანი, პეინი, გივერინი, ლივისი, ჰიულმი, ჰენკოკი.
გოლები: უებერი 54', ჩედვიკი 71' მედელი 88'
"იუნაიტედი" U21: ჯ. პერეირა, ვარელა, ლავი, ბორტუიკ-ჯექსონი, ელ-ფიტური, პირსონი, როტუელი, ფოსუ-მენსა, ფლეთჩერი, ჰაროპი, ვეირი.
გოლები: ფლეთჩერი 8', ვეირი 37', ჰაროპი 50'
წყარო:
dailymail