თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2015, 10:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1267,
კომენტარები: 0
რობსონი: "
ბრაიან რობსონი შვაინშტაიგერს "იუნაიტედის" ახალ ლიდერად მიიჩნევს.
რობსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, ბრაიან რობსონი მიიჩნევს, რომ ბასტიან შვაინშტაიგერის სახით "მანჩესტერ იუნაიტედი" ნამდვილ ლიდერს მიიღებს.

გერმანელი ნახევარმცველი გუშინ ოფიციალურად გახდა "იუნაიტედის" ფეხბურთელი. ბასტიანმა, რომელსაც ბუნდესლიგის რვა, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული აქვს მოპოვებული, "წითელ ეშმაკებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"შვაინშტაიგერი არის ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედს" აკლდა. არის მაიკლ კერიკი, რა თქმა უნდა, რომელსაც იგივე გამოცდილება და ცოდნა აქვს. როცა გასულ სეზონში იგი ვერ თამაშობდა, ვხედავდით, რომ "იუნაიტედი" იგივე გუნდი არ იყო.

შვაინშტაიგერი აბსოლუტური ტოპ-დონის ფეხბურთელია და მისი შედეგები თავისთავად მეტყველებს მასზე. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია, "იუნაიტედი" მწვერვალზე დააბრუნოს",
- განაცხადა რობსონმა.

ბრაიანს მიაჩნია, რომ შვაინშტაიგერის ასაკი ხალხმა არა ნეგატიურად, არამედ პოზიტიურად უნდა მიიღოს.

"ხალხი მის ასაკს მიაქცევს ყურადღებას და ეჭვქვეშ დააყენებს ფეხბურთელის პოტენციალს, რომელსაც მალე 31 წელი შეუსრულდება, მაგრამ ამას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

იმისთვის, რასაც "იუნაიტედი" ეძებდა, შვაინშტაიგერი შესაფერის ასაკშია და მჯერა, მას შეუძლია გუნდი უმაღლეს საფეხურზე აიყვანოს, რადგან შვაინშტაიგერის სახით "იუნაიტედმა" ჭეშმარიტი ლიდერი მიიღო".


წყარო: dailymail
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top