"არსენალის" მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მორგან შნეიდერლინისა და ბასტიან შვაინშტაიგერის სახით ორი ტოპ-კლასის მოთამაშე შეიძინა.
გასული სეზონის მეოთხე ადგილზე დასრულების შემდეგ ლუი ვან გაალი გუნდის გაძლიერებას ცდილობდა და მემფის დეპაისა და მატეო დარმიანის შემდეგ ორი ნახევარმცველიც დაიმატა.
ვენგერი თვლის, რომ "იუნაიტედმა" ამ ტრანსფერებით დიდი ნაბიჯი გადადგა გაძლიერებისკენ: "ვიცოდით, რომ სეზონის სამეულის მიღმა დასრულებით ბედნიერები არ იქნებოდნენ და ამაზე რეაგირებას მოახდენდნენ.
რამდენიმე საინტერესო შენაძენი განახორციელეს. სეზონის დასრულების შემდეგ ფიქრობდნენ, რომ გუნდის გადაწყობა იქნებოდა საჭირო და ეს ორი ახალი შენაძენით - შნეიდერლინითა და შვაინშტაიგერით გააკეთეს. ისინი ტოპ-კლასის მოთამაშეები არიან.
ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მომდევნო დონეზე გადადის და ერთი, რომელმაც ეს ყველაფერი გაიარა. საინტერესი იქნება მათი შერწყმის ხილვა სხვა მოთამაშეებთან".