მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა აღნიშნა, რომ დავიდ დე ხეას ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაშიც კი ვერ მიიღებს კლუბი ისეთ მეკარეს, როგორიც კასილიასია.
დე ხეა, რომელსაც "იუნაიტედთან" მხოლოდ ერთი წელი აკავშირებს, დიდი ხნის განმავლობაშია დაკავშირებული მადრიდულ გრანდთან, მაგრამ ესპანელი კიპერი "იუნაიტედთან" ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა და ამჟამად აშშ-ში ტურნეზე იმყოფება.
იკერ კასილიასი "პორტუს" მეკარე გახდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დავიდის ირგვლივ გავრცელებული ჭორების სიხშირე.
როცა დავიდ დე ხეას შესაძლოა ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს, პერესმა უპასუხა: "ახლა ჩვენი შენაძენების შესახებ არ ვფიქრობთ. დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის, ამიტომ ვერაფერს გეტყვით".
"შეუძლებელია კასილიასის ჩანაცვლება, რადგან არავინ დარჩება 25 წელს, სწორედ ამიტომ გვემახსოვრება იკერი, როგორც ლეგენდა".