ედინსონ კავანი "იუნაიტედის" თავდამსხმელი გახდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" რობინ ვან პერსის წასვლის შემდეგ, რომელმაც "ფენერბაჰჩეში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, თავდამსხმელის პოზიციაზე არსებულ ვაკანტურ ადგილს ედინსონ კავანით შეავსებს.
ნებისმიერი წინადადება, რომელსაც ფრანგული კლუბი მიიღებს, საპასუხოდ ტრანსფერში ანხელ დი მარიას ჩართვას მოიცავს, რომლის შეძენა პსჟ-ს სურს.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მიმდინარე ზაფხულს უკვე შეიძინა ოთხი ფეხბურთელი მემფის დეპაის, მატეო დარმიანის, ბასტიან შვაინშტაიგერისა და მორგან შნეიდერლინის სახით, რითაც მარჯვენა მცველისა და ნახევარდაცვის ცენტრალური ზონის პრობლემები მოაგვარა.
ვან პერსის წასვლა ნიშნავს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ერთადერთ გამოცდილ ფორვარდად უეინ რუნი რჩება. შესაბამისად, "იუნაიტედი" თავდასხმის ხაზში განიცდის კვალიფიციური ფორვარდის ნაკლებობას და ურუგვაელ თავდამსხმელს სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადაიბირებს.
მიზნის მისაღწევად შესაძლოა, ვან გაალმა მოლაპარაკებაში ანხელ დი მარია ჩართოს.
წყარო:
the guardian