"Sky Sports"-ის ინფორმაციით, დევიდ დე ხეა და მორგან შნეიდერლინი მონაწილოებას მიიღებენ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინა-სასეზონო ტურნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
"იუნაიტედს" არ მიუღია არანაირი წინადადება "რეალ მადრიდისგან" ესპანელი კიპერის თაობაზე. ასევე ცნობილია, რომ მადრიდელები არ აპირებენ მეკარის სანაცვლოდ გუნდის ახალი კაპიტანი, სერხიო რამოსი დათმონ. რაც იმას ნიშნავს, რომ დე ხეა გუნდთან ერთად გაემგზავრება შტატებში.
იგივეს თქმა შეიძლება შნეიდერლინზე, რომელიც რამოდენიმე საათში ოფიციალურად გახდება "იუნაიტედის" წევრი და ახალ გუნდელებთან ერთად სეზონის დასაწყებად მოემზადება.
ფრანგმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება გაირა კვირას საღამოს და მისი ტრანსფერის დასრულებამდე მხოლოდ რამდენიმე დეტალი რჩება.
ცნობილია, რომ შნეიდერლინის და ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერს "წითელი ეშმაკები" ბრიტანეთის დროით 14:30-ზე გამოაცხადებენ.