"მანჩესტერ იუნაიტედმა" "საუთჰემპტონთან" მორგან შნეიდერლინის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და კვირას ფრანგმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.
"წითელმა ეშმაკებმა" პირველი შეთავაზების შედეგად "წმინდანებისგან" მიღებული უარის შემდეგ რონალდ კუმანის გუნდს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს და ტრანსფერიც შედგა.
ფრანგმა ნახევარმცველმა გუშინ "იუნაიტედის" კიდევ ერთ ახალწვეულ, ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად გაიარა სამედიცინო შემოწმება და როგორც მოსალოდნელია, დღეს გუნდთან ერთად ტურნეზე გაემგზავრება.