ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერს ყოფილი თანაგუნდელები გამოეხმაურნენ.
ბასტიან შვაინშტაიგერის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები გერმანელი ნახევარმცველის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას გამოეხმაურნენ.
30 წლის გერმანელმა მთელი თავისი კარიერა ბავარიელებთან ერთად გაატარა და 500 ჩატარებულ მატჩში ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა.
წარმატების მიღწევის შემდეგ ბასტიანი ლუი ვან გაალთან მუშაობას უკვე პრემიერ ლიგაში განაახლებს, მისი თანაგუნდელები კი, 17-წლიან ღვაწლს არ ივიწყებენ.
კლუბის ყველა წევრმა, კაპიტან პილიპ ლამისგან დაწყებული რობერტ ლევანდოვსკიზე დასრულებული, გერმანიის ნაკრების კაპიტანს წარმატება უსურვა.
რობერტ ლევანდოვსკი
მანუელ ნოიერი
"ძალიან უჩვეულო იყო, რომ აქ აღარ დამხვდა. ბასტიანი კარგი მეგობარია. თუნდაც პროფესიონალურად მავნოს, მიხარია, რომ ნაკრებში ჯერ კიდევ თანაგუნდელები ვართ.
რამდენიმე დღით ადრე კონტაქტი გვქონდა, მაგრამ შეჩერება არ უნდოდა. ჯანმრთელობას ვუსურვებ და იმედი მაქვს, საუკეთესო თამაშს რაც შეიძლება მალე აჩვენებს. ჩემთვის არაფერი იცვლება. "ბაიერნის" დიდი ხნის მოთამაშეები ტომაშ მიულერის მსგავსად, შესაძლოა, უფრო დიდ პასუხისმგებლობას იღებენ".ხავი მარტინესი
პილიპ ლამი
"ეს პირადი მწუხარებაა. მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერა "ბაიერნსა" და გერმანიის ნაკრებში ბასტის გვერდით მაქვს გატარებული. მაგრამ მას ახალი გამოწვევა სურს, ეს უნდა მივიღო და პატივი ვცე. გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. ეს კლუბისთვისაც სამწუხაროა და ძალიან დაგვაკლდება. მისი მეგობარი ვარ და იმედი მაქვს, "იუნაიტედშიც" ისევე კარგად ითამაშებს, როგორც აქ თამაშობდა".
სებასტიან როდე
ჯერომ ბოატენგი
"ბოლო კვირებში მრავალი ჭორი წავიკითხე და ატმოსფეროც შევიგრძენი. რა შეიძლება ვთქვა? ვფიქრობ, ყველანი მოწყენილები ვართ. ბასტიანი კარგი კაცია, დიდებული ფეხბურთელი. გერმანულ ფეხბურთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს".
ფრანკ რიბერი
"ძალიან მოწყენილი ვარ".