პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერის, ანხელ დი მარიასადმი ინტერესი დაადასტურა, თუმცა აღიარა, რომ ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება.
არგენტინელი ფეხბურთელი გასული წლის ზაფხულს ახლოს იყო პარიზში გადასვლასთან, მაგრამ ფრანგებმა მისი ტრანსფერი ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევის გამო ვერ მოახერხა.
პსჟ-ს ამჟამად სანქციები მოხსნილი აქვს და დი მარიას გადაბირებისთვის კვლავ იბრძვის.
როცა ლორან ბლანს ჰკითხეს, ინტერესდებოდა თუ არა მისი გუნდი დი მარიათი, მან უპასუხა: "დიახ, გვაინტერესებს. იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ისეთი გუნდი, როგორიც ჩვენ გვყავს, გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც დიდ კლუბებში თამაშობენ და რომელთა შეძენა რთულია. პსჟ-სთვის ძალიან რთული დავალებაა.
სატრანსფერო ბაზარზე შესაძლებლობები გაგვიფართოვდა, მაგრამ დი მარიას გადმობირება ადვილი არ იქნება, რადგან ერთადერთნი არ ვართ, ვისაც მისი შეძენა სურს. უბრალოდ შეაფასეთ ინგლისური კლუბების ფინანსური სიძლიერე, ისინი ყველა ფეხბურთელზე ერთდროულად აცხადებენ პრეტენზიას. მათთვის კონკურენციის გაწევა ძალიან, ძალიან რთულია", - განაცხადა ბლანმა L'Equipe-სთან ინტერვიუში.