"ინტერის" ყოფილმა მცველმა, მარკო მატერაციმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული შეაქო და განაცხადა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" მისი სახით იტალიის საუკეთესო მარჯვენა მცველი შეიძინეს.
დარმიანი გუშინ ოფიციალურად გახდა "იუნაიტედის" ფეხბურთელი და მისი საშუალებით ლუი ვან გაალმა ნათანიელ კლაინის ალტერნატიული ვარიანტი იპოვა.
მატეო, რომელმაც იტალიის ნაკრების მაისური 13-ჯერ მოირგო, მოსალოდნელია, რომ ლუი ვან გაალის ძირითადი არჩევანი გახდეს მარჯვენა ფლანგზე, რადგან რაფაელ და სილვამ ჰოლანდიელზე შთაბეჭდილების მოხდენა ვერ შეძლო.
მატერაცი კი დარმიანისგან კარგ თამაშს ელოდება: "დარმიანი ძალიან კარგად თამაშობს. მსოფლიო ჩემპიონატზე შეიძლება, საუკეთესო არ იყო, მაგრამ კარგი საქმე გააკეთა,
"მანჩესტერ იუნაიტედში" ბრწყინვალე შესაძლებლობა ექნება გაიზარდოს, როგორც ფეხბურთელი, რადგან კარგი მოთამაშეა და იტალიის ნაკრებში თამაშობს, ახლა კი "იუნაიტედშიც". ვფიქრობ, იტალიაში საუკეთესო მცველია".