მატეო დარმიანმა "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარები გააკეთა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ახლა ოფიციალურად ხართ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, რას გრძნობთ?ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კლუბში ვიმყოფები.
როცა გაიგეთ, რომ "იუნაიტედს" სურდა თქვენი შეძენა, რა იფიქრეთ?ვფიქრობ, ეს ჩემთვის დიდებული შესაძლებლობაა. იქ ყოფნა მინდა. ამიტომ ორჯერ არც კი დავფიქრებულვარ.
მაგრამ რთული იყო "ტორინოს" დატოვება, თქვენ იქ დიდებული 3 თუ 4 წელი გაატარეთ.დიახ, რადგან ბოლო 4 წელი გასაოცარი გამოდგა. მაგრამ ჩემთვის, "მანჩესტერ იუნაიტედი" არის დიდი შესაძლებლობა და აქ ჩამოსასვლელად ეს შესაძლებლობა გამოვიყენე.
სავარჯიშო ბაზაზე თქვენი პირველი დღეა. თანაგუნდელები და მწვრთნელი თბილად დაგხვდნენ?დიახ, პირველი შთაბეჭდილება კარგია და დაწყება მინდა.
მწვრთნელმა თქვა, რომ მარცხენა და მარჯვენა მცველად შეგიძლია თამაში. შენთვის უკეთესი პოზიცია მარჯვენაა?ჩემი საუკეთესო პოზიცია მარჯვნივაა, რადგან "მუშა" ფეხი მარჯვენა მაქვს. თუმცა, შემიძლია, მარცხენათიც ვითამაშო.
რაც შეეხება სტილს, შემტევი მცველი ხარ?დიახ, თუ შესაძლებელი იქნება, გოლების გატანა მინდა. მაგრამ, პირველი ამოცანა დაცვაა.
დრო დაგჭირდება ახალ კლუბთან, ქვეყანასა და ენასთან შესაგუებლად?მინდა, ინგლისური ძალიან სწრაფად ვისწავლო. აქ სრულიად განსხვავებულია, მაგრამ შევეცდები თავი ისე ვიგრძნო, როგორც სახლში.
აშშ-ში ტურნეზე ორშაბათს წახვალთ. ეს თანაგუნდელებთან გაცნობის შანსი იქნება?დიდებული შესაძლებლობაა "მანჩესტერ იუნაიტედში" მოთამაშე სხვა ფეხბურთელებთან და საკუთარი თავის მათთვის გაცნობისთვის.
"ოლდ ტრაფორდზე" თამაში ახალი ოცნებაა თქვენთვის?ჩემთვის, ეს ოცნებაა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია. მრავალი ადამიანი ოცნებობს აქ თამაშზე. ოცნება მიხდება.
ამაღელვებელია "იუნაიტედში" გადასვლა მემფის დეპაისთან და ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად?დიახ, დიდებული შესაძლებლობაა. გუნდი კონკურენტუნარიანია და ყველას გვინდა ერთად კარგად ვითამაშოთ.
დაბოლოს, რა გსურთ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეს - თასების მოგება?დიახ, ეს არის დიდი ისტორიისა და დიდებული გამარჯვებების მქონე კლუბი. ვფიქრობ, გუნდი ტიტულების მოგების გზას გაჰყვება.
წყარო:
manutd.com