o Jogo: პორტუგალიური გაზეთი იტყობინება, რომ 1-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ ნიკოლას გაიტანის ტრანსფერი 24.5 მლნ. ფუნტის ოდენობით შეთანხმდა.14/07
 
goal.com: "წითელი ეშმაკები" პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდით, ედინსონ კავანით ინტერესდებიან და მასთან მოლაპარაკებებს მართავენ.14/07
 
goal.com: ლუი ვან გაალის სატრანსფერო სამიზნეთა სიაში რობერტ ლევანდოსვკი პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ "ბაიერნი" მას არ გაყიდის.14/07
 
goal.com: "ლივერპული" ალექსანდრ ლაკაზეტისთვის ბრძოლაში ჩაერთო, რადგან "მერსეისაიდელებს" მისი სახით რაჰიმ სტერლინგის ჩანაცვლება სურთ, რომელიც "სიტიში" გადავა.14/07
 
the Guardian პსჟ დი მარიასთვის 47 მლნ. ფუნტს ამზადებს.13/07
 
 "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ნემანია ვიდიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს და "ევერტონის" მაისური მოირგოს.13/07
 
ხავიერ ერნანდესის ერთ-ერთმა მსურველმა კლუბმა, "სევილიამ" იჯარის წესით ჩირო იმობილე გადაიბირა.13/07
 
 BBC: შნეიდერლინმა სამედიცინო შემოწმება შვაინშტაიგერთან ერთად გაიარა, ის უკვე "იუნაიტედის" ფეხბურთელია13/07
 
 ვან პერსი და მისი ოჯახი სტამბულში მიფრინავენ, რათა ფეხბურთელმა "ფენრბაჰჩესთნ" ოთხ-წლიან კოტრაქტს მოაწეროს ხელი.Persie Family on their way to Istanbul! pic.twitter.com/sytLmSVxN1
— Fenerbahce_EN (@Fenerbahce_EN) July 12, 201512/07
 
skysports: ამერიკული MLS-ის კლუბი, "ორლანდო სიტი" ადასტურებს, რომ ხავიერ ერნანდესთან მოლაპარაკებებს მართავს12/07
 
skysports: ბასტიან შვაინშტაიგერი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. ტრანსფერის ღირებულება 14.4 მილიონი ფუნტია12/07
 
 იკერ კასილიასი ოფიციალურად გახდა "პორტუს" ფეხბურთელი.12/07
 
dailymail: მორგან შნეიდერლინისთვის ბრძოლას "ტოტენჰემი" დაუბრუნდა, რადგან ბასტიან შვაინშტაიგერის "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ "დეზებს" იმედი აქვთ, რომ "იუნაიტედს" კონკურენციას გაუწევენ.12/07
 
The Sun: ლუი ვან გაალი რობინ ვან პერსის შემცვლელად კრისტიან ბენტეკეს მოიაზრებს და სწორედ მის შეძენას ეცდება.12/07
 
talkSPORT "მანჩესტერ იუნაიტედი" მორგან შნეიდერლინის ტრანსფერის თაობაზე მალე ახალ შეთავაზებას გააკეთებს.12/07
 
the guardian: "მანჩესტერ იუნაიტედი" შვაინშტაიგერის შეძენაზე არ შეჩერდება და მორგან შნეიდერლინს ორშაბათამდე გაიფორმებს.11/07
 
skysports: "მანჩესტერ იუნაიტედი" გონსალო იგუაინისთვის ბრძოლაში ლიდერობს.11/07
 
as: იკერ კასილიასი "პორტუში" გადავა, მის შემცვლელად კი "რეალი" "ესპანიოლიდან" კიკო კასილიას შეიძენს. მადრიდელები 28 წლის მეკარის ტრანსფერის დასრულებასთან ახლოს არიან.11/07
 
dailymail: "სევილია" ხავიერ ერნანდესის შეძენას ამჯობინებს და ჩირო იმობილეს ვარიანტს აღარ განიხილავს.11/07
 
goal.com: "ტორინოს" პრეზიდენტი: "დარმიანის გაყიდვა ჯერ დასრულებული არ არის. არსებობს რაღაც, რაც შეუთანხმებელია, მაგრამ მირჩევნია, ამაზე ოფიციალურად არ ვისაუბრო".11/07
 
"ანტალიასპორის" პრეს-ოფიცერი: "ვიქტორ ვალდესთან მოლაპარაკებებს ვმართავთ"11/07
 
theguardian: ლუი ვან გაალი ხავიერ ერნანდესს "ვესტ ჰემში" გაყიდის და დიაფრა საკჰოს ტრანსფერში ჩართავს, ან "სევილიაში" გაუშვებს.11/07
 
the guardian: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ინტერესდება ედინსონ კავანის შეძენით, რომელსაც რობინ ვან პერსის შემცვლელად მოიაზრებს.11/07
 
 სხვადასხვა ბრიტანული წყაროების გარდა ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერი გერმანულმა Bild-მაც დაადასტურა და გამოცემა იტყობინება, რომ ბასტიანის ტრანსფერი "წითელ ეშმაკებს" 15 მლნ. ფუნტი დაუჯდებათ.11/07
 
 "მანჩესტერ იუნაიტედის", ტვიტერის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ იტალიელი მარჯვენა მცველი მატეო დარმიანი კლუბს სულ მალე შეუერთდება.Louis van Gaal confirms #mufc are pursuing the signing of Matteo Darmian from Torino.
— Manchester United (@ManUtd) July 10, 201510/07
 
 
 