"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ვიქტორ ვალდესი "ანტალიასპორთან" მოლაპარაკებებს მართავს.
თურქულმა კლუბმა უკვე შეიძინა სამუელ ეტო'ო და ვალდესის პარალელურად რონალდინიოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
"ანტალიასპორის" პრეს-ოფიცერმა, ჰასან ალი ჩეიჰანმა დაადასტურა, რომ თურქები თავიანთ რიგებში კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავის გადაყვანას ცდილობენ.
"ვიქტორ ვალდესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. როგორც კი შეთანხმება შედგება, "ანტალიასპორში" კიდევ ერთ ვასკვლავს გადმოვიყვანთ".
გამომდინარე იქიდან, რომ დავიდ დე ხეა მომდევნო სეზონში შესაძლოა, მადრიდის "რეალში" ვიხილოთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძლება ორივე მეკარეს არ მისცეს წასვლის საშუალება.
"ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ ვალდესმა მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში.