მემფის დეპაის პირველი ინტერვიუ წარდგენის შემდეგ.
მემფის, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც "იუნაიტედთან" კონტრაქტი გააფორმე. რამდენად მოუთმენლად ელოდები ახალ სეზონს?ძალიან აღელვებული ვარ. ოცნების ახდენას ჰგავს. სიგიჟეა. გასული სეზონი კარგი გამომივიდა და ყველაფერი კვლავ იწყება. პრემიერ ლიგაში უნდა გავუმჯობესდე, მაგრამ აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.
რის მიღწევის იმედი გაქვს აქ?გუნდთან ერთად თასების მოგების. ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბია, ამიტომ ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
თავი დაიმკვიდრეთ?დიახ. ყველა შესანიშნავია. ძალიან ადვილი იყო.
რა გითხრეს სხვა მოთამაშეებმა გამოწვევის შესახებ?ამბობენ, რომ რთული ტურნირია - ძალიან, ძალიან რთული. თამაში სწრაფად მიმდინარეობს და ყველა ძლიერია. განსხვავებული იქნება. ვფიქრობ, თანაგუნდელები დამეხმარებიან თავის დამკვიდრებაში, მაგრამ მეც უნდა გავაკეთო ჩემი მხრივ.
რა გითხრა ლუი ვან გაალმა გუნდში შენს როლზე და სად შეიძლება, რომ ითამაშო?მწვრთნელთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ვმუშაობდი, ამიტომ, თავად ნახავთ, თუ რას ელოდება ჩემგან. აქამდე, მარცხენა ფლაგნზე ვთამაშობდი. ვფიქრობ, ვინგერი ვარ, მაგრამ გამოჩნდება. რა თქმა უნდა, თამაში მინდა, მაგრამ მწვრთნელზეა დამოკიდებული სად გამომიყენებს.
გასულ სეზონში ბევრი გოლი გაიტანე. იმავეს გააკეთებ "იუნაიტედში"?ვფიქრობ, კი. ამის მჯერა. ამაზე ვიშრომებ და ჩემი საქმისა და გოლების გატანის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაკეთებით აღელვებული ვარ. ვალდებული ვარ, გოლებიც გავიტანო და საგოლე გადაცემებიც გავაკეთო.
რას ფიქრობ გუნდზე, რომელსაც შეუერთდი? არის მომავალ წელს ტიტულის მოგების პოტენციალი?ოჰ, დიახ, რა თქმა უნდა. უამრავი უნარი გვაქვს. ჯერ მხოლოდ ახალი ბავშვი ვარ აქ, მაგრამ გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მოიგოს ტიტული და ყველა შესაძლო თასი.
შენ და რონალდუს ერთმანეთს ხშირად გადარებდნენ. ამაზე რა რეაქცია გქონდა? ფიქრობ, რომ შეგიძლია ისეთივე კარგი იყო, როგორც ის?ის ერთ-ერთი საუკეთესოა - საუკეთესო თუ არა - მსოფლიოში. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო, მინდა ეს მოედანზე ვაჩვენო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. თამაშში მრავალი წელი არ გამიტარებია - პსვ-ში სულ რაღაც ორი წელი ვითამაშე. მინდა ჩემ მაგივრად ტერფებმა ილაპარაკონ. არ მინდა ასე ვინმეს შევადარო თავი.
ფიქრობ, რომ გულშემატკივართა გაოცება შეგიძლია?დიახ, ასე ვფიქრობ. კრეატიული ვიქნები. ვფიქრობ, ხალხს სწორედ ეს მოსწონს. გოლები გვჭირდება, ასე რომ...
ამ ტრანსფერში რამემ შეგაშინა?არა, მაგრამ ადვილი არ არის. ამ კვირაში სამჯერ ვივარჯიშე და უკვე ვგრძნობ, რომ ჰოლანდიის ლიგისგან განსხვავდება, ვარჯიშიც კი. თავგადასავალს ჰგავს. უნდა გავუმჯობესდე და ამაზე ბევრს ვიმუშავებ, ასე რომ, მწვრთნელს ვუჩვენებ, რომ ყველაფერს გავუმკლავდები.
წყარო:
manutd.com