კლუბი ევანსს 10 მილიონად შეელევა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯონი ევანსს 10 მილიონ ფუნტად აფასებს, რომლითაც "ვესტ ბრომვიჩი" ინტერესდება.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "იუნაიტედმა" ფილ ჯონსთან და კრის სმოლინგთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა, გარდა ამისა "წითელი ეშმაკები" აქტიურად ცდილობენ, "რეალ მადრიდან" სერხიო რამოსის და "ვალენსიიდან" ნიკოლას ოტამენდის შეძენას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევანსი კლუბისთვის ზედმეტი ფიგურაა.
Daily Mirror-ის თქმით, ლუი ვან გაალი მზად არის ჩრდილო ირლანდიელ მცველს შეელიოს, რომელსაც არცთუ კარგი სეზონი ჰქონდა "იუნაიტედის" რიგებში. გარდა ამისა, მან სეზონის ბოლო ნაწილი სისესთან ინციდენტის გამო გამოტოვა.
ევანსის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 12 თვეა დარჩენილი და სწორედ ახლა არის კარგი დრო ჯონისთვის, რათა მიიღოს სამომავლო გადაწყვეტილება. წყაროებზე დაყრდნობით, კლუბი მზად არის ჯონი ევანსს 10 მლნ. ფუნტ სტერლინგად შეელიოს.
ევანსის მიმართ ინტერესს "ვესტ ბრომვიჩი" იჩენს, თუმცა "შაშვებს" ჯონის ალტერნატიული შემცვლელი ჰყავთ, "ქპრს" ინგლისელი მცველი, ჯონ სტივენ კოლკერის სახით.
წყარო:
fapl.ru