"მანჩესტერ იუნაიტედმა" დავიდ დე ხეას ტრანსფერთან დაკავშირებით "რეალს" ახალი მოთხოვნა წაუყენა.
დავიდ დე ხეასა და მადრიდის "რეალს" ერთმანეთს მთელი ზაფხულის განმავლობაში უკავშირებენ, რამეთუ დიდი ალბათობით, ესპანელი კიპერი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდება.
Marca-ს კი მიაჩნია, რომ აღნიშნული ტრანსფერი არ შედგება, თუ ლუი ვან გაალი სანაცვლოდ ვერ მიიღებს კოსტა-რიკელ მეკარეს , რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებული თამაში აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ იკერ კასილიასი უახლოეს მომავალში "პორტუში" გადავა, კეილორ ნავასი მის შემცვლელად და ნომერ პირველ მეკარედ არ მოიაზრება, რადგან ამ როლისთვის შესაფერის კანდიდატად მადრიდელებს დავიდ დე ხეა მიაჩნიათ.
"იუნაიტედი" კი, დავიდთან განშორებას 35 მლნ. ფუნტზე ნაკლებად არ აპირებს, თუმცა "ბლანკოსს" ასეთი თანხის გადახდა არ სურს მოთამაშეში, რომელიც მომდევნო წელს "იუნაიტედთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და მისი გადაბირება უსასყიდლოდ გახდება შესაძლებელი.
ამ მდგომარეობით ისარგებლებს "იუნაიტედი" და დე ხეას შესაძლო ტრანსფერში მადრიდელთა ორი მოთამაშის, სერხიო რამოსისა და კეილორ ნავასის ჩართვას მოინდომებს, ან მეკარეს საერთოდ არ გაყიდის.
წყარო:
express.co.uk