ფედერიკო მაკედას მიაჩნია, რომ მატეო დარმიანს ყოველ ჯერზე შეეშინდება, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს მოირგებს.
მაგრამ იტალიელ თავდამსხმელმს მიაჩნია, რომ მისი თანამემამულე ზეწოლას გაუმკლავდება და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თავს გამოიჩენს.
დარმიანი უახლოეს დღეებში ლუი ვან გაალი მეორე შენაძენი გახდება მიმდინარე ზაფხულს და მის ტრანსფერში 13 მლნ. ფუნტს გადაიხდიან.
მაკედას კი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა, მიაჩნია, რომ 25 წლის მცველი წარმატებას მიაღწევს.
"მატეო ნამდვილად უდიდეს რამეებს უნდა ელოდეს, როცა მსოფლიო კლასის კლუბს უერთდება. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ვგრძნობ, რომ ამ თავგადასავლისთვის მზად არის.
"წითელი ეშმაკების" მაისური დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან შენს მხრებზე შემაძრწუნებელი ისტორიის სიმძიმეს გრძნობ და აცნობიერებ, რომ მაისურს ყოველ წამს ექაჩები.
დარმიანს აქვს ხასიათი და თუ თავდაჯერებულობას იპოვის, დარწმუნებული ვარ, თავს დაიმკვიდრებს".