სხვა კლუბებთან ერთად, მექსიკელით "ვესტ ჰემი" და "ორლანდოც" ინტერესდება, მაგრამ ტრავმამ, რომელიც ჩიჩარიტოს აწუხებს, შესაძლოა, მისი ტრანსფერი შეაყოვნოს.
ერნანდესს "წითელ ეშმაკებთან" ერთი წელი აკავშირებს კონტრაქტის მიხედვით და "იუნაიტედი" მისთვის დაახლოებით 8 მლნ. ფუნტს ითხოვს.
"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ განაცხადა: "ჩიჩარიტოს, იმობილესა და სხვა ფეხბურთელების კანდიდატურას განვიხილავთ".
27-წლის თავდამსხმელი გასულ სეზონში ლუი ვან გაალის გეგმებში არ შედიოდა და სეზონი მადრიდის "რეალში" იჯარის წესით გაატარა, თუმცა ამ მხრივ მდგომარეობა არც ახლა შეცვლილა.