"მანჩესტერ იუნაიტედი" ამერიკული ტურნეს ფარგლებში პსჟ-ს წინააღმდეგ ჩიკაგოში "სოლდიერ ფილდზე" ითამაშებს, ეს კი არის სტადიონი, რომელიც განსაკუთრებულია ფილ ჯონსისთვის.
23-წლის მცველმა 2011 წელს "ბლექბერნ როვერსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ გუნდთან ერთად ტურნეზე გამგზავრების საშუალება მიიღო.
სწორედ მაშინ, "ჩიკაგო ფაიერის" წინააღმდეგ ცნობილ სტადიონზე შედგა ფილის არაოფიციალური დებიუტი "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში, "იუნაიტედმა" კი მატჩი ნანის, რუნისა და რაფაელის გოლებით 3-1 მოიგო.
"მახსოვს გასახდელ ოთახში მაისურის ხილვა - როცა პირველად ირგებ მას განსაკუთრებული მომენტია და განსაკუთრებული გრძნობა გეუფლება.
თამაში დავიწყე და 75 წუთს ვითამაშე, სიცხე კი სულ უფრო იმატებდა! ყველაზე აუტანელი სიცხე იყო, რომელშიც ოდესმე მითამაშია, მაგრამ ვალდებულები ვიყავით, გაგვეძლო.
საოცარი იყო, აბსოლუტურად საოცარი იყო იქ მყოფი გულშემატკივრების ნახვა. სტადიონზე 60 ათასი ადამიანი მოვიდა, რათა ამხანაგური შეხვედრისთვის ეყურებინა. ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ შტატებში თამაშის მნიშვნელობა გაიზარდა და სულ უფრო იზრდება", - განაცხადა ჯონსმა.