9-07-2015, 23:30
ნანახია: 2735 ,
კომენტარები: 4 
 
Sky Sports: დარმიანი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის
"ტორინოს" მარჯვენა მცველი, მატეო დარმიანი სამედიცინო შემოწმებას "მანჩესტერ იუნაიტედში" პარასკევს გაივლის.
 
"Sky Italia"-ს ცნობით, "ტორინოს" მარჯვენა მცველი, მატეო დარმიანი სამედიცინო შემოწმებას "მანჩესტერ იუნაიტედში" პარასკევს გაივლის.
25 წლის იტალიელი, მემფის დეპაის შემდეგ იქნება მეორე შენაძენი "იუნაიტედისთვის". გავრცელებული ინფორმაციით იგი კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
დარმიანი "მანჩესტერს" 13 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება და მან თავისი წასვლის შესახებ "ტორინოს" გულშემატკივრებს
 წერილის საშუალებით  აცნობა.
მისი ტრანსფერი დაადასტურა ჯანპიერო ვენტურამაც , რომლის თქმითაც ფეხბურთელში აღებული ფული კლუბის გაძლიერებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ დარმიანი გახდა იტალიის ნაკრების 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე შესანიშავი სეზონი ჩაატარა "სერია ა"-ში, სადაც 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
წყარო: 
Sky Sports 
  
  
    
  
  
    
  
      
  
      
  
      
  
      
  
  
  
       
    
          
 
   
    
    
ახალი ამბები, ტრანსფერები 
   
  
   
	ინფორმაცია  
	ჯგუფ სტუმარი -ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.