მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერს ინგლისური გუნდისგან გამოვლენილი ინტერესი ახარებს.
როგოროც ცნობილია, გერმანელის მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" მომდევნო წელს იწურება, ხოლო ახალი შეთანხმების შესახებ წამოწყებული მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჭორების თანახმად, ამ მდგომარეობით ლუი ვან გაალი ისარგებლებს და მსოფლიო ჩემპიონის გადაბირებას საკუთარი გუნდის რიგებში ეცდება.
მიუნხენური გრანდი ბასტიანთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედს არ კარგავს, თუმცა "ალიანს არენაზე" შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ შვაინშტაიგერს "იუნაიტედის" მხრიდან გამოჩენილი ინტერესი მისაღებ ვარიანტად მიაჩნია.
"არდადეგების დროს ტელეფონით ვესაუბრეთ, ახლა კი, როცა კლუბში ვარჯიშებს დაუბრუნდა, კიდევ ერთხელ დაველაპარაკებით.
ვერ უარვყოფ ფაქტს, რომ ბასტი ინგლისიდან გამოჩენილი ინტერესით აღტაცებულია", - განაცხადა რუმენიგემ.